შალვა პაპუაშვილი - ელენე ხოშტარიას არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო - სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც

არ მგონია, [ელენე ხოშტარიას შიმშილობას] რაიმე შეეცვალა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებს 8 პარტია მონაწილეობას, მიიღებს სხვა 20 პარტია.

„არ მინდა, რომ შემეშალოს რამდენი პარტია იღებდა მონაწილეობას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, იქნებოდა ალბათ 30-მდე. გუშინ თქვეს, რომ 8 პარტია ვართო, ვინც მონაწილეობას არ მივიღებთო. კოალიცია კიდევ ერთხელ დაშალეს, რომ გაებევრებინათ. ხან ერთად ახსენებენ კოალიციებად. როცა რაოდენობა სჭირდებათ, დაშლიან და ცალ-ცალკე პარტიად ასახელებენ. 8 თუ არ მიიღებს, 20 მიიღებს. ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან. მათი სურვილი და გადაწყვეტილებაა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ექნება შესაბამისი არჩევანი და ამ არჩევანს გააკეთებს.

[ელენე ხოშტარიას შიმშილობას] არ მგონია რაიმე შეეცვალა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით - 2 დღე იშიმშილა ადამიანმა და გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო „ჰედლაინებში“.

შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით სხვების იძულება არის არაეთიკური. ამის ახსნას ვცდილობდი გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკურია, როცა ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით და არაეთიკურია, როცა ამ შანტაჟს შემდეგ სოლიდარობას უცხადებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და მასთან ერთად გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. მანამდე კი, რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა