თინა ბოკუჩავა - დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე - უკვე ვხედავთ, რომ ეს ასეა

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე - უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას.

ბოკუჩავას თქმით, საჯაროდ დადასტურდა ის, რომ ბრიტანეთი „ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“.

„ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდით და სადაც ორმხრივი შეხვედრა გვქონდა დიდი ბრიტანეთის დელეგაციასთან, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე - კორუფციონერებზე, პროპაგანდისტებზე და მათ შორის, მთავარ პროპაგანდისტ ირაკლი რუხაძეზე. ახლა, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საჯარო განცხადებაში დაადასტურეს, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სწორედ ფინანსური სანქციების ამოქმედება პერსონალურად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა