შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე - 800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში - მანდატების შეწყვეტით, პარტიას 6 თვით შეუჩერდება დაფინანსება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს - მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ პარლამენტის შენობაში, თუმცა დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აიღეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას დაფინანსების მიღება 6 თვით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან ერთად შეუჩერდებათ.

„გვაქვს პარტიის „საქართველოსთვის“ პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა. მათ 26-ვე არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს იმით, რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს