თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე, ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, არჩილ ჭავჭანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ვეფხია კასრაძის საქმის გამომძიებლები უნდა გამოიკითხონ, რომლებმაც ვიდეო მასალის ჩამოტვირთვა ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან მოახდინეს და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს.

მისივე თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს, სწორედ აღნიშნული ვიდეო მასალაა, რომლის ავთენტურობა „ამ დრომდე ვერ დგინდება და ვერც დადგინდება“.

სასამართლო პროცესის დაწყებისას პროკურორებმა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს. ასევე, პროკურორებმა შუამდგომლობით მოითხოვეს ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვა და დღეს გამოკვლევა.

დაცვის მხარის ადვოკატების განმარტებით, დაცვის მხარეს შუამდგომლობა დღეს ჩაბარდა, თუმცა დასკვნები გუშინ გადაეცათ. ადვოკატებმა განმარტეს, რომ შუამდგომლობის გაცნობა ვერ მოასწრეს, რადგან აღნიშნული შუამდგომლობა დღეს გადაეცათ. მათივე განმარტებით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მიიღეს და შესაბამისად, პოზიციას დღევანდელ პროცესზე ვერ დააფიქსირებდნენ, თუმცა ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე თავის პოზიციას განმარტავდნენ.

მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვიტილებით კი პროცესზე ნახევარი საათიანი შესვენება გამოცხადდა, რათა ადვოკატები შუამდგომლობას გასცნობოდნენ. ამ დროისთვის, სასამართლო პროცესი უკვე განახლდა.

პროცესის განახლების შემდეგ, ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განმარტა, რომ მოსამართლის მიერ მიცემული დრო შუამდგომლობის გასაცნობად საკმარისი იყო. მისი თქმით, შუამდგომლობა ტექნიკურად გამართულია, თუმცა ის აღნიშნულ მტკიცებულებებს სადაოდ მიიჩნევს. აქციებზე დაკავებული პირების სხვა ადვოკატებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, ასევე, დაეთანხმნენ ექსპერტიზის დასკვნების მტკიცებულებად დაშვებას და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების დაკითხვას.

მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა პროკურორების შუმდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ ასევე დაცვის მხარის, ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც მოითხოვდა, რომ პროკურატურის მიერ შუამდგომლობაში დასახელებული გარკვეული პირები დაცვის მხარის დასაკითხთა სიას დაემატოს.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ