თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას - ან დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ან კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ - არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ

თქვენ სერიოზული მატყუარა ადამიანი ბრძანდებით და უპასუხისმგებლო. პროვინციული გაგების სერიოზული მატყუარა, მეტი არაფერი, - ასე მიმართა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილ შსს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით კომისიას დისტანციურად ერთვება.

თენგიზ შარმანაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კამათი გიორგი გახარიას რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც თენგიზ შარმანაშვილს „პუტჩისტი“ უწოდა.

„ან მაგას დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ანდა კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ. არ გიჩივლებ, ახლა კიდევ მადევნინეთ თქვენი თავი, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გიორგი გახარიამ თენგიზ შარმანაშვილს შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „მიშასთან ძმაკაცობით რომ ამაყობდით ეგეც ტყუილია?“

შარმანაშვილის თქმით, ის უბრალოდ სააკაშვილთან ერთად პარლამენტის წევრი იყო, ხოლო გიორგი გახარია კი „ახლა ძმაკაცობს მიშასთან“.

„მიშასთან კი არ ვძმაკაცობდი, ერთ კომიტეტში ვმუშაობდი წლების განმავლობაში. მერე რა? პარლამენტის წევრები ვიყავით და გვქონდა ურთიერთობა, რა მერე? მაშინ მიშა დეპუტატი იყო, მეტი არაფერი და შენ ახლა ძმაკაცობ მიშასთან. ჩვეულებრივი იაფფასიანი ტიპი ხართ და არ ვიცი რა უნდა გელაპარაკოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, გიორგი გახარიას „შინაარსის გაგების“ პრობლემა აქვს.

„საქართველო გავიდა 72-ე ადგილზე წაკითხულის შინაარსის გაგებითო, რაღაც გამოკითხვა იყო და თუ თქვენ გამოგკითხეს ალბათ იმიტომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამდენი რამ ვილაპარაკეთ თქვენს საწინააღმდეგოდ და აქეთ მომიტრიალეთ სრულად ულოგიკოდ, ეს თქვენი სტილია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს