გიორგი გახარიას განცხადებით, კომისიის წევრების კითხვების მოსმენისას „ფსიქოთერაპიის სეანსზე ჰგონია თავი“, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ ის „ფსიქოთერაპიას აღარ ექვემდებარება“

ფსიქოთერაპიის სეანსზე მგონია თავი, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რომელიც სიმღერა „ოლე ოლას“ ეხებოდა.

გახარიას, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრება, წულუკიანმა ჰკითხა:

„რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ თქვენ გაქვთ სხვა მოსაზრება, ოპოზიციის იმ ძალებისგან დიამეტრულად განსხვავებული, რომლებიც ახალგაზრდებს, ზოგიერთ მათგანს „ოლე ოლას“ აყვირებს ქუჩაში. თქვენ თვლით, რომ მათგან განსხვავებული ხართ, ამას ამბობთ, ხომ?“, - მიმართა გახარიას წულუკიანმა.

ყოფილი პრემიერი კი ამ შეკითხვას ასე გამოეხმაურა: „ფსიქოთერაპიის სეანსზე მგონია თავი“.

წულუკიანმა გახარიას უპასუხა: „თქვენ ფსიქოთერაპიას აღარ ექვემდებარებით“. რაზეც გახარიამ ჰკითხა, მაშინ რატომ იწუხებენ თავს? წულუკიანის განმარტებით კი, კომისიას პარლამენტისგან აქვს ვალდებულება, რომ ის დაიბაროს სხდომაზე. ამის შემდგომ გახარიამ წულუკიანს სთხოვა, კითხვა გაემეორებინა, რაზეც წულუკიანმა ასე უპასუხა:

„აი, ამიტომ არ ექვემდებარებით არაფერს, რომ კითხვასაც ვერ იმახსოვრებთ. სუფლიორი რას გიკარნახებთ, აბა, დაძაბეთ! თქვენ ამბობთ, რომ მე არ ვემხრობი [ხელისუფლების] რადიკალური გზით ჩამოგდების სცენარს და არჩევნების გზით უნდა შევცვალოთო. ე.ი. თქვენ ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლებისგან განსხვავდებით, ამას ამბობთ?“- ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.

ყოფილმა პრემიერმა კი ასე უპასუხა:

„მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. მე ვისგან განვსხვავდები და ვისგან არა, ეს მათ გადაწყვიტონ. მე მაქვს ეს პოზიცია და ეს პოზიცია მაქვს პირველივე დღიდან, მათ შორის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. არ ვიცი, ვინმესგან განვსხვავდები თუ არა, ჩემთვის სულ ერთია. მე არასდროს ვადარებ თავს ვინმეს, ჩვენ ჩვენი გზა და გეგმა გვაქვს. თქვენ შეადარეთ“, - აღნიშნა გახარიამ.

გახარიას ამ პასუხს გამოეხმაურა ალუდა ღუდუშაური: „ეს გზა ჩორჩანაში ვერ ჩაგიყვანთ, გიორგი“.

ცნობისთვის, გიორგი გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2019 წელს, მისი შს მინისტრობის დროს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე, დისტანციურად გამოიკითხა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა