გიორგი გახარია სოზარ სუბარს - სოზარ, მე რომ მეკითხები, ივანიშვილს ჰკითხავ, 1992-1993-1994-1995 წლებში სად იყო? გიკითხავს?

სოზარ, მე რომ მეკითხები, შენს პატრონსაც, ივანიშვილს ჰკითხავ, 1992-1993-1994-1995 წლებში სად იყო? გიკითხავს? - ამ შეკითხვით შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს სოზარ სუბარს მიმართა.

გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას ტყეში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე კომისიას დისტანციურად პასუხობს.

კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ ვისზე საუბრობდა, როდესაც სოზარ საუბარს მიმართავდა.

თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა: „გაიგო სოზარმა, ვისზეც ვამბობ“...

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ