გიორგი ბარამიძე - 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია ტარდება და ვინც მიიღებს მონაწილეობას, „ქოცების“ საქმის გამკეთებელია - ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს, პაატა ბურჭულაძის პოზიცია ჩვენთვის მისაღებია

ადგილობრივი არჩევნები 4 ოქტომბერს არ ტარდება, ტარდება სპეცოპერაცია და ვინც მასში მიიღებს მონაწილეობას, ის იქნება ქართველი ხალხის მოღალატე და „ქოცების“ საქმის გამკეთებელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ წინააღმდეგ მოქმედებებში.

„ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც კი ოდნავ მაინც რამეს კარგს გააკეთებს. ყველა პარტიასთან, ვინც კი საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ჩართული ამ რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებებში, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ვინც კი აქ, ადგილზე იტყვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი, მოღალატე რეჟიმი და მის წინააღმდეგ თუნდაც სიტყვას დაასველებს, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ოღონდ ეს თანამშრომლობა არის სხვადასხვა დოზით, ვიღაცასთან უფრო ახლოს ვიქნებით და ვიღაცასთან ბევრად უფრო შორს.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ენა მოვუჩლიქოთ ვინმეს და რახან ვთანამშრომლობთ, ვიღაცას რაღაცა შევარჩინოთ, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არჩევნები გვინდა, ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ, მაგრამ 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია. რუსულ სპეცოპერაციაში, „ქოცურ“ სპეცოპერაციაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ყველა უღალატებს შვიდთვიან პროტესტს და თავის სიტყვას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის თქმით, 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული „საერთო სახალხო პროცესს“ შეუერთდება.

„4 ოქტომბერს ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს. „ნაციონალური მოძრაობა“ ცალკე არაფერს არ აპირებს. ვცდილობთ, ყველგან ვიყოთ, სადაც არის ხალხი. ბატონი პაატა ბურჭულაძის პოზიცია მისაღებია ჩვენთვის.

რაც არ უნდა განსხვავებები გვქონდეს ჩვენ ერთმანეთში, 8 პარტია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვაწარმოოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არაძალადობრივი ფორმებით პრინციპულად და რადიკალურად ვებრძოლოთ საქართველოს ღალატს და მოღალატეებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა