გივი მიქანაძე - აბიტურიენტებს ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ - სრული მზაობაა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგამოცდო პროცესი უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს

აბიტურიენტებს ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. არ არის რეგიონი, სადაც არ ტარდება გამოცდა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან იმყოფება.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით 39 ათასი ახალგაზრდა აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

„მინდა თითოეულს დიდი წარმატება ვუსურვო, ცოდნის გამოვლინების მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. არ არის რეგიონი, სადაც არ ტარდება გამოცდა. მინდა გითხრათ, რომ წინასწარი სამუშაოები, რაც სამინისტრომ განახორციელა სხვადასხვა უწყებასთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სრული მზაობაა უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი“,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს