მეწყრული პროცესების გამო, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობა და ნალექია. სოფელ ლეჩურიდან 23-25 კილომეტრზე მეწყრულმა პროცესებმა გზა დააზიანა და ჩახერგა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, მიმდინარეობს გზის გაწმენდა, თუმცა პროცესს ძლიერი წვიმა ართულებს.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, გზის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ეს ერთადერთი საავტომობილო გზაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მათი ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი -აბანო - ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლესვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში