გია ვოლსკი - მანდატებზე უარი არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვაა, არამედ იმის დემონსტრაციაა, რა გეგმები აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომლებიც ექსტრემისტებად იქცნენ - გეგმა არის რევოლუცია

საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ აშკარა დემონსტრაცია იმისა, თუ რა გეგმები აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ - გეგმა არის რევოლუცია, სხვა არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ იზიარებენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ შეუძლებელია არჩევნების გაყალბება და ვერც ვერაფერი დოკუმენტი მოიტანეს იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც გაყალბდა, გარდა იმისა, რომ ადამიანებზე ზეწოლა ხდებოდა, შემდეგ რაღა წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს ძალიან სერიოზული დაფიქრების საფუძველს იძლევა. ხომ არ არის მთავარი მზიანი რომ რაღაცა რევოლუციური პროცესი განვითარდეს და სისხლი დაიღვაროს ქვეყანაში?! წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ მანდატებზე უარის თქმა არის არა მარტო საკუთარი ამომრჩევლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა, არამედ აშკარა დემონსტრაცია იმისა, თუ რა გეგმები აქვთ და რისი იმედი ჰქონდათ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა საერთოდ ექსტრემისტებად იქცნენ. ეს იყო იდეა. როგორმე ქვეყანაში დაწყებულიყო ისეთი პროცესი, რომელსაც შეუქცევადი ნგრევის ხასიათი ექნებოდა. ეს იყო იდეა და ამ იდეას, რასაკვირველია, მნიშვნელოვნად აქარწყლებს ის, რაც შვეიცარიის პარლამენტარმა განაცხადა, მით უმეტეს, ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ეს თემა კიდევ ერთხელ, კიდევ ათჯერ და ასჯერ უნდა იყოს გამეორებული - შეუძლებელია ელექტრონული არჩევნების გაყალბება. არჩევნები არ გაყალბებულა და გეგმა არის რევოლუცია, სხვა არაფერი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთო-ს ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა, რომ „ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია“.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა