გიორგი მინდაძე - ჩემთვის სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს - მადლობა, რომ ამ ცირკის სანახავად მოდიოდით, მიიღეთ განაჩენი მშვიდად

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული გიორგი მინდაძის საქმესთან დაკავშირებით სათათბიროდ გავიდა.

მანამდე მან დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა, ასევე ბრალდებულის საბოლოო სიტყვაც.

გიორგი მინდაძემ დამსწრე პირებს მიმართა და უთხრა, რომ მისთვის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ სხვა დაპატიმრებული პირები არ მიატოვონ.

„ხალხო, ჩემთვის თქვენი კარგად და უსაფრთხოდ ყოფნა მნიშვნელოვანია. ჩემთვის სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს, მადლობა, რომ ამ ცირკის სანახავად მოდიოდით. მიიღეთ განაჩენი მშვიდად და ნუ დატოვებთ ბიჭებს. ასევე ბიჭების 99% თვლის, რომ "ლელო-ძლიერმა საქართველომ" არჩევნებეი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ“, - განაცხადა გიორგი მინდაძემ.

ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე