ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა - მოვუწოდებთ დიალოგისკენ, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო. „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. საბოლოო დოკუმენტი ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვრცელდება ანგარიშის სამუშაო ვერსია.

დოკუმენტში საქართველოს საკითხზე რამდენიმე კუთხითაა საუბარი, მათ შორის, ნათქვამია, რომ „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები] ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა“. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„მივესალმებით ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც, ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა, აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს და მოვუწოდებთ დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, - წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია