საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

დავით გურგენიძე თავის მიმართვაში ხაზს უსვამს იმ გზის მნიშვნელობას, რომელსაც ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე გაივლიან.

მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია. რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც მომავალ სტუდენტებს საქართველოს განათლების სისტემა აძლევს და რაც მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, ასევე, პროფესიონალისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალებას აძლევს.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

21-ე საუკუნე ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც პროფესიონალიზმი და თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომები აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის.

ახალგაზრდებო, სწორი საგანმანათლებლო სივრცის არჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც თქვენს ცხოვრებაში, ასევე ჩვენი საზოგადოების წინსვლაში. განათლება არის საძირკველი, რომელზეც შენდება თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამეთუ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ცოდნის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეთიკა, კოლეგიალობა და უკეთესი მომავლის რწმენა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს უმაღლესი ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების სფეროში და წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. უნივერსიტეტი არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, არამედ უწყვეტად ნერგავს კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციურ მიდგომებს, თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, გახდნენ მომავლის ინჟინრები, მეცნიერები, ლიდერები ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.

გისურვებთ წარმატებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! გქონდეთ საკუთარი ძალების, ცოდნისა და მიზანდასახულობის რწმენა“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე