პროკურატურა სასამართლოს მიერ 21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა სასამართლოს მიერ 21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, თბილისში, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს, გ.მ.-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ გასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს პიროტექნიკა ესროლა, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, პროკურატურა ვიდეოკადრებს ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს