საქართველომ „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ რიგით 75-ე შეხვედრას უმასპინძლა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიმდინარე წლის 2-3 ივლისს „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ („ბერლინის სამუშაო ჯგუფი“, ‘’IWGDPT“) რიგით 75-ე შეხვედრას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

ორდღიანი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა ტექნოლოგიურ პროგრესის პარალელურად პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე ტენდენციებზე.

ბერლინის სამუშაო ჯგუფის წევრებს, ჯგუფის თავმჯდომარის რანგში მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართა გერმანიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს, ტექნოლოგიურ მონაცემთა დაცვის დანაყოფის უფროსმა, პროფესორმა იენს ბენდერმა.

შეხვედრას 14 ქვეყნის, ასევე, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველისა (EDPS) და ელექტრონული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საინფორმაციო ცენტრის (EPIC) 25 წარმომადგენელი დაესწრო.

განსახილველი საკითხები შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე გამოწვევებს და სიახლეებს რომელთა შორისაა: ნეირომონაცემები, 6G ტექნოლოგია, ციფრული იდენტობა, და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ პოპიაშვილმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ -ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმარებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი გუგუნავამ ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - MY.GOV.GE მაგალითზე.

მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოთა წარმომადგენლებმა პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წარადგინეს სპეციალური ანგარიშები, რომლებიც შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სიახლეებს.

„ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება.

ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა შეაჯამა, მან ასევე აღნიშნა, რომ სამსახურის სამეცნიერო ჟურნალის მომდევნო ნომერი ბერლინის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მიეძღვნება.

ტექნოლოგიების მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, ე. წ. „ბერლინის ჯგუფი“ 1983 წელს შეიქმნა. მისი მიზანია შეიმუშაოს სხვადასხვა რეკომენდაცია ტექნოლოგიის, ინტერნეტის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გარდა, ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა საჯარო უწყებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სფეროს ინდივიდუალურ ექსპერტებს მსოფლიოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 21 მარტიდან საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო „ბერლინის ჯგუფის“ სრულუფლებიანი წევრია და ყოველწლიურად მონაწილეობს ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის განხილვას ეთმობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე