გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, ლელუბანში, მამკოდასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 09:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ქსანი, ძველი ქანდა, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოძისი, ახმაჯი, ლამისყანა, თვაურები, ხარბალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში ჩალიპირებში, კოდეებში, ცამეტი ასურელი მამის, ვლადიმერ მაყაშვილის, ილია შეყლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციოალიტეტის სოფელბში მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში; 13:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ თელოვანში და დიდგორში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, ახალუბანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანთაგარაკები, ბულაჩაურის ფერმები და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს