პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენ 4-5 დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს სასამართლო პროცესზე - ეს იყო მისთვის შესაძლებლობა, რომ მიემართა საზოგადოებისთვის და ესეც წაართვეს

იმ რეპრესიული შეზღუდვების ფონზე, რის მიხედვითაც თვითმარქვია ხელისუფლებას ეშინია სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის, მედიის დასწრების, სასამართლო სხდომების გაშუქების, მიხეილ სააკაშვილსაც შეეზღუდა საკუთარი თავის ეფექტური დაცვის შესაძლებლობები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს.

ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილს არ აქვს ამ წუთამდე ნებართვა, რომ ჩაერთოს სასამართლო სხდომას, გამოვიდეს საკუთარი სიტყვით, მოახსენოს საზოგადოებას საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მისთვის, რითაც ის საკუთარ ხალხს ესაუბრებოდა და სათქმელი მიჰქონდა საზოგადოებამდე.

მისი თქმით, „ახალი რეპრესიული კანონის ფონზე მასაც შეეზღუდა ეს შესაძლებლობა“.

„ჩვენ დაახლოებით 4-5 დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს პროცესზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის