შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე - სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ უილსონის დამატების თანაავტორი იყო უკრაინაც - ზურგში დანის დარტყმაა, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს

სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ რეზოლუციაში ჯო უილსონის დამატების თანაავტორი იყო უკრაინის დელეგაციაც - მძიმეა ამის ყურება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარდაჭერა აჩვენა უკრაინელი ხალხის მიმართ, ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართველი საზოგადოსთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ასეთი საქციელი სამარცხვინოა.

„ვნახეთ, რომ საბოლოო ტექსტში [რეზოლუციის], ჯო უილსონის დაჟინებული მოქმედებებით აისახა ნახევარი წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს. ეს აჩვენებს, რომ ასამბლეა, როგორც საპარლამენტო ნაწილი ეუთო-სი, გამოიყენება ასეთ დროს პოლიტიკური ინტრიგებისთვის. ჩვენთვის გადამწყვეტია ეუთო-ს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს გენერალური მდივანი. სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ ჯო უილსონის ამ დამატების თანაავტორი იყო მათ შორის უკრაინის დელეგაცია. რამდენად მძიმეა ამის ყურება, მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარდაჭერა აჩვენა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართველი საზოგადოსთვის, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს.

სამარცხვინოა უკრაინის დელეგაციის ასეთი საქციელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს ომი დასრულდება და ბევრი განმარტების მოცემა მოუწევს ქართველი ხალხისთვის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას იმ ქცევისთვის, რომელსაც ქართული საზოგადოება ხედავდა ჩვენი მხარდაჭერის საპასუხოდ. სხვადასხვა ფორუმებზე: ეუთო, PACE, უკრაინის დელეგაცია გამოირჩევა, ცდილობენ დააზიანონ ქართველები....რომ არა ეს ერთი წინადადება, მავნებლური, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა [რეზოლუციას]“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა