ირაკლი კვერღელიძე - რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი?  - მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია ეკონომიკის უფრო ზრდასა და წახალისებაზე ვისაუბროთ

რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი?, - ასე უპასუხა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ბიზნესმენმა ირაკლი კვერღელიძემ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ იყო თუ არა საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ამ საკითხზე.

მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლებით „საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს“.

„რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი? ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რაზეც აზრები გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც სასიამოვნოა. მიხარია, ის რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდასა და წახალისებაზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება ინიციატივებს, იყო ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორში, დეველოპმენტის, ტრანსპორტის სექტორში, მომსახურების სფეროში. საკმაოდ ბევრია და ცალკეულად საუბარი გამიჭირდება. პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციების შემოტანისთვის ქვეყანაში“, - აღნიშნა კვერღელიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს