რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს - ამ დროისთვის ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და შენობები დაზიანდა.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

რუსებმა ასევე თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქს. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოლქში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ორი ქალი და ერთი მამაკაცი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს