თინა ბოკუჩავა - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი, რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის - დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც

ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის - არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბოკუჩავას თქმით, „დღეს „ლელოს“ მორალური სიკვდილი ვიხილეთ“.

„ძალიან სამწუხაროა. უკიდურესად. „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.

ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.

არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.

დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“,- წერს ბოკუჩავა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა