„თავისუფლების მოედანი“ - არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია - ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ

არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია,- ასე ეხმაურება პარტია „თავისუფლების მოედანი“ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თავისუფლების მოედანი” კვლავ ფოკუსირებული იქნება აქტიური ბოიკოტისკენ.

„არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას „არჩევნებში" მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია.

ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ - ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის „ქართული ოცნებაა."

„თავისუფლების მოედანი" ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე და ჩვენს რესურსებს სწორედ ამისაკენ მივმართავთ“,- ნათქვამია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს