ხატია დეკანოიძე - „ლელოს“ შეცდომა ქვეყანას მაღალი ფასი დაუჯდება - ეს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუგებრობას გამოიწვევს და საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სანქცირების პროცესი შეაჩეროს.

„ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი. საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას. საქნციების პროცესი შეიძლება შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე. სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა!”,- წერს ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს