„ლელო - ძლიერი საქართველო“ პარტიის ერთმა წევრმა დატოვა

ვერ ვიქნები იმ პარტიის წევრი, რომელიც სინდისის პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და უწყვეტი პროტესტის დიდი ოჯახის პოზიციას უგულებელყოფს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით თამუნა გიორგაძე უკვე მისი ყოფილი პარტიის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეხმაურება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

„ძალიან ვწუხვარ. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ წუხილის გადმოსაცემად.

ვტოვებ ჩემს „ლელოს“, პარტიას, რომლის დამფუძნებელი წევრიც ვარ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც 2006 წლიდან რესპუბლიკურ პარტიაში ვიყავი და ჩემი ცხოვრების 19 წელი განუყოფელ ნაწილად ვთვლი.

გარდა ზემოთ თქმულისა, „ლელო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ და სენსიტიური თემას მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას ყველგან და ყოველთვის აქტიურად ლობირებდა. ყველა საარჩევნო პროგრამასა და პროექტში ითვალისწინებდა მიუსაფრების თემას და საქართველოს არაერთ რეგიონში მცხოვრებ ცხოველთამოყვარულს ეხმარებოდა მიუსაფარი ცუგების საკვებით.

ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ოჯახიდან მივდიოდე, მაგრამ ვერ ვიქნები იმ პარტიის წევრი, რომელიც სინდისის პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და უწყვეტი პროტესტის დიდი ოჯახის პოზიციას უგულებელყოფს“, - წერს თამუნა გიორგაძე „ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს