უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო - აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე რუსეთი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის

აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე რუსეთი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

„აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მოსკოვი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.

რუსეთმა დააჩქარა გიუმრიში (სომხეთი) საკუთარი სამხედრო ბაზის დაკომპლექტება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით.

პირად შემადგენლობას სამხედრო მოსამსახურეებიდან აგროვებენ რუსეთიდან, რომლებიც სამსახურს გადიან როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

ამას გარდა, აქტიურად ეძებს მოხალისეებს კავკასიის დამონებული ერების წარმომადგენლებიდან - კერძოდ, სამხრეთ ოსეთიდან და ადიღედან…

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აგრძელებს ყურადღების თვალის დევნებას რუსული ჯარების გადაადგილებისთვის როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ,” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ადრეი იუსოვმაც გააკეთა.

„სომხეთში რუსული ჯარების განლაგება - ეს კრემლის კომპლექსური სტრატეგიის ელემენტია, რომელიც უსაფრთხოების გლობალური ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებასთან ერთად, მოსკოვი კავკასიაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. სავარაუდოდ, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება წინასწარ მზადდებოდა“, - განაცხადა იუსოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე