ლევან გოგიჩაიშვილი - „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ - საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ - რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ, „გოიმებივით“ აყარეს, ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია - ვფიქრობ, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ,- ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს გამოცდილება, რომ უსამართლო პირობების მიუხედავად, გამარჯვება შესაძლებელია.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება იყოს სწორი და მე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ეტაპი, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ადამიანებთან კომუნიკაციის მიმართულებით. ამ ქვეყანაში არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეიძლება ჩატარდეს იმავე ცესკოთი, რომელიც იყო 2024 წლის არჩევნების დროს და რომელიც ჰგავს იმ ცესკოს, რომელიც წინა ხელისუფლება „ნაცები“ ატარებდნენ. ამ ქვეყანას აქვს გამოცდილება, რომ ასეთ უსამართლობებში კი შესაძლებელია გამარჯვებები. ეს გამარჯვებები ადვილი იქნებოდა, თუ ჩვენ ნეიტრალურ კანდიდატებზე შევთანხმდებოდით.

ევროპარლამენტმა რეზოლუციაში არ ჩაწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიღება მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის? ყველა შეხვედრაზე ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ვერ გააგებინებ შენ ვერცერთ ევროპელს, რომლისთვისაც მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიული ფუნდამენტის არჩევნები , იმაში, რომ მონაწილეობას არ იღებ. ეს აქტი, რომელიც გუშინ გამოაგდეს და „გოიმებივით“ აყარეს, ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია. და ახლა კი მიფრიალებენ ზარქუას, რომელიც იყო „ნაცი“ და ბიძინას „ნაცი“ დამიწყებს რაიმეს, რომ რაიმე გადამაფიქრებინოს, თუ მიშას „ნაცი“ რა მნიშვნელობა აქვს?

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ მაინტერესებს, მათი დამოკიდებულება „ლელოსთან“ გამოჩნდა როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან.

ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში ინდივიდუალური კანდიდატებით შესვლა შეცდომაა, ჩვენ საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ. ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საერთო დიაპაზონი იმის, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირონ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში