შსს - თბილისში აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალქეს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავა. მათივე ცნობით, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი - 2005 წელს დაბადებული ს.ა., 2006 წელს დაბადებული ლ.ჯ., და ამავე წელს დაბადებული დ.ა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.

იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები.

უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ს.ა., ლ.ჯ. და დ.ა. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა