ვანო თარხნიშვილი თავდასხმაზე - ორი ადამიანი იყო, ერთმა მითხრა, შენი „ფანი“ ვარო და დამარტყა - არ მიმიმართავს პოლიციისთვის, რა აზრი აქვს

ორი ადამიანი იყო, არაფერი დაფარული არ ჰქონდათ. ერთმა მითხრა, შენი „ფანი“ ვარ, მევასებიო, ბავშობიდან გისმენო, შემდეგ თქვა, როგორ გვაგინეო და დამარტყა, - ამის შესახებ მსახიობმა, ვანო თარხნიშვილმა მასზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თარხნიშვილი აღნიშნავს, მას პოლიციისთვის არ მიუმართავს.

„ორი ადამიანი იყო, არაფერი დაფარული არ ჰქონდათ. საერთოდ არ შემიხედავს ერთისთვის, მეორე მოვიდა და ვითომ შენი „ფანი“ ვარ, „მევასებიო“, ბავშობიდან გისმენო, შემდეგ თქვა, რომ როგორ გვაგინეო და დამარტყა. სახლთან მოხდა, სადაც ხანშიშესულმა მშობლებმა გაიგეს ხმა. გზის პირას მოხდა, სახლთან იანვარში რომ ვიმღერე „ოლე ოლა“, ალბათ, მაგის პასუხი იყო. არ მიმიმართავს პოლიციისთვის, რა აზრი აქვს“ ,- აღნიშნავს თარხნიშვილი “ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, მსახიობმა ვანო თარხნიშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. თარხნიშვილმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სახის არეში დაზიანებები ჩანს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა