რუსეთის აეროპორტებში 400-მდე ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

რუსეთის აეროპორტებში კვირას, სულ მცირე, 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციის“ განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

შეზღუდვები შეეხო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტს და ნიჟნი-ნოვგოროდის ჩკალოვის აეროპორტს. გარდა ამისა, ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებმა რეისების მომსახურება დროებით შეწყვიტეს.

„როსავიაციის“ ცნობით, შერემეტიევოში 171 ავიარეისით გაუქმდა, 56 კი -ორ საათზე მეტი ხნით გადაიდო. პულკოვოში 90 რეისი გაუქმდა, ხოლო 37 გადაიდო. ჩკალოვის აეროპორტში 26 ავიარეისი გაუქმდა და 13 გადაიდო. შეზღუდვები ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში.

ამასთან, ერთი დღით ადრე, 5 ივლისს, შერემეტიევოში, პულკოვოსა და ჩკალოვში 250-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა და 270-ზე მეტი გადაიდო. გამოცემა „კომერსანტი“ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში საჰაერო მიმოსვლის ორდღიანმა კოლაფსმა ავიაკომპანიებს, შესაძლოა, დაახლოებით 20 მილიარდი რუბლი დაუჯდეთ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს