შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება პოლიტიკოსებისადმი, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, მიხეილ სააკაშვილზე არ ვრცელდება, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება პოლიტიკოსებისადმი, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე არ ვრცელდება, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„არა, უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს! უკრაინას ის ცოდვაც ეყოფა, დღეს მისი პოლიტიკური ელიტა როგორც მტრობს ქართველ ხალხს. უკრაინის პოლიტიკურ ელიტას ეს ცოდვაც ეყოფა. მისი მოქალაქე, რომ არჩევნებში ჩაერთოს ეს დაუშვებელია. რაც შეეხება მის პარტიას, განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა არჩევნებში მონაწილეობა თუ არა. წინ არის ყველაფერი, არანაირ კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არ არის. პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი, რატომ არის ეს შეთავაზება გაკეთებული? - იმისთვის რომ ხედავთ არის მცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით მოხდეს არჩევნების საბოტაჟი.

ვხედავთ, რომ „ლელომ“ განაცხადა, სურს არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი თითქოს არ ჰქონდათ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ლიდერებს, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ, სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

პრეზიდენტი მზადაა, რომ შეიწყალოს ისინი, რათა ჰქონდეთ საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, მას არათუ ჩართვის, საერთოდ ჩვენს არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა. [მიხეილ ყაველაშვილის] განცხადება იყო მკაფიო, შეეხება იმ რამდენიმე პოლიტიკოსს, რომელმაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, იცოდნენ რა სასჯელიც ემუქრებოდათ და სხვათა შორის, მიიღეს უფრო მსუბუქი სასჯელი, მათთვის არის შეთავაზება გაკეთებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე. ყაველაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პარტიამ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ