შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან

ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან - ეს არის ფაქტი! ამაზე ჩვენ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” მიზანია, რომ ევროკავშირს საერთაშორისო სამართალი არ დაარღვევინონ.

„ევროკავშირის ელჩის სანქცირებით ხდება დაფინანსება ორგანიზაციების, რომლებიც აქედანვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე მუშაობას იწყებენ. ევროკავშირის ბიუჯეტის ფული საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისკენ იხარჯება. ეს არის ფაქტი! ამაზე ჩვენ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.

შარშან, არჩევნების წინ ჩვენ ვცდილობდით ანგარიში გაგვეწია, რაღაცნაირად დაგვენდო, დაგვეზოგა ჩვენი უცხოელი ზოგიერთი ელჩი იქნებოდა, თუ პოლიტიკოსი და ჩვენ ვხედავთ, ამან რა შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ ისინი კიდევ უფრო უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში.

აქედანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა იქნება დონორებზე და ყოველი შემთხვევაზე ჩვენ ძალიან ხმამაღალი ვიქნებით და პირდაპირ ვამხელთ, როგორც ორგანიზაციას, ასევე დონორს, ვინაიდან ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა გახლავთ. ეს ჩვენი ამოცანაც არის, რომ ევროკავშირს საერთაშორისო სამართალი არ დავარღვევინოთ. ეს არის ჩვენი ხალხის სურვილიც, რომ ის რეპუტაცია, რომელიც ევროკავშირს აქვს და რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ასე აფუჭებს, ეს რეპუტაცია შევუნარჩუნოთ. ბრიუსელის ბიუროკრატიას და ზოგიერთ დონორს შესაძლებლობა არ მივცეთ, რომ რეპუტაცია შეულახოს ევროკავშირს და იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც სიტყვით ხშირად ლაპარაკობენ, საქმეზე კი არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს