საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „შეხვედრა FARA-ს და „გრანტების შესახებ“ კანონებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა“.

„შეხვედრის ფარგლებში, დიპლომატიურ კორპუსს ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა გააცნეს აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით ბიუროს საქმიანობა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ კანონები დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.

„ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა დეტალურად უპასუხა დიპლომატების შეკითხვებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღიაა საერთაშორისო პარნტიორებთან თანამშრომლობისთვის და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში, ანტიკორუფციულ ბიუროსთან ერთად ჩატარდა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შეხვედრაზე მთავარი მომხსენებელი იყო რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. მან მიაწოდა დიპლომატიურ კორპუსს ყოვლისმომცველი ინფორმაცია - რას ითვალისწინებს ახლად შემოსული კანონი, რა რეგულაციებს ექვემდებარებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრა როგორც დიპლომატიური კორპუსისთვის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. დაისვა არაერთი შეკითხვა, გაეცა ძალიან საინტერესო პასუხები“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით კი, შეხვედრაზე დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ მოხდა კანონის იმპლემენტაცია და როგორ მიმდინარეობს აღსრულება.

„ვისაუბრეთ FARA-ს და გრანტების კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მოხდა კანონის იმპლემენტაცია და როგორ მინდინარეობს აღსრულება. ასევე, ვისაუბრეთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დღეს რაიმე სახის გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად ცხადი იქნება ყველა იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებას. საინტერესო შეხვედრა იყო იმ კუთხით, რომ დღეს ყველა საელჩოს წარმომადგენელს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ჩემთვის დაესვა კითხვები აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით და მიეღოთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა