ირმა ჭკადუა - გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი - ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს

გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი - ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ ამ ინციდენტს თავად პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს,- ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ვინაიდან რამიშვილს ბრალი ჯერ არ წარდგენია, ის მისი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს.

„დიახ, ნამდვილად შევხვდი გიორგი რამიშვილს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით და კონკრეტულად მის პოზიციასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯერ ბრალი არ წარდგენია და მისი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია. თუმცა, აქვე მინდა განვაცხადო, გიორგი ამბობს იმას, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. შეიძლება, ამას ეწოდოს შეცდომაც კი, ამ ყველაფერთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რამიშვილს ექნება შესაძლებლობა, მინიმუმ წერილობით მაინც გააკეთოს განცხადება. მე თავს არ მივცემ უფლებას, მისი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებამდე ჩემი პოზიცია გავაჟღერო. ერთი რამ შემიძლია ცალსახად დავადასტურო და ვთქვა, რომ ამ ინციდენტს ბატონი გიორგი პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს“,- განაცხადა ჭკადუამ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა „საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ბარგში შემთხვევით მოხვდეს იარაღი“, ადვოკატმა დასძინა, რომ „სადაც არსებობს სიტყვა - „შემთხვევით“ და „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს“.

„სადაც არსებობს სიტყვა - „შემთხვევით“ და სადაც არსებობს სიტყვა - „შესაძლებელია“, ყველგან შესაძლებელია რაიმე მოხდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მესმის, არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი. ამასთან დაკავშირებით როგორც ოჯახმა, ასევე „სილქ როუდ ჯგუფმა“ გააკეთა განცხადება, რომ მოგვიანებით და დამატებით კითხვებთან დაკავშირებით გიორგი აუცილებლად აცნობებს საზოგადოებას. რამიშვილს დავუტოვოთ ეს უფლება, რომ მან განმარტოს საზოგადოების წინაშე და მასმედიისთვის ის დეტალები, რაც მისთვის ცნობილია“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ აეროპორტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა