გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 06:00-იდან 06:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ჭოპორტი, ახალუბანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ბულაჩაური, ნავაზი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ზემო ლისზე, თხინვალაში, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, წიწამური, წეროვანი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 12:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წოდორეთი, კორდისწყარო და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა