ალექსი ახვლედიანის ადვოკატი - რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული, ვერ დაველაპარაკე, უმძიმეს მდგომარეობაშია

ვერ დაველაპარაკე, უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ახვლედიანს ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი, ამიტომ საქმის მასალებთან წვდომა არ ჰქონია.

„ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი ბატონ ალექსის. ვიდრე ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებთან არ მაქვს წვდომა. ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქედან, რომ რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული. ვერ დაველაპარაკე, უმძიმეს მდგომარეობაშია. კითხვაც ვერ დავუსვი, უბრალოდ მოვიკითხე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე, რაიმე დახმარება ხომ არ ჭირდებოდა“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს