ნიკა გვარამია - რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს, დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება, გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა - რაც შეეხება „ლელოს“ და გახარიას გადაწყვეტილებას, "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა", სამწუხაროა

რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია მის პირად „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

„მიდით, ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.

ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს გვარამია.

ამასთან, გვარამია უცხადებს მხარდაჭერას „ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს!“, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ.

ასევე, გვარამია განცხადებაში „ლელოზე“ და გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრობს და მათ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს.

„რაც შეეხება ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა". სამწუხაროა”, - წერს ნიკა გვარამია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში