ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვთანამშრომლობთ აშშ-სთან იმ ქვეყნების პოვნის მიზნით, რომლებიც პალესტინელებს უკეთეს მომავალს მისცემენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ იმ ქვეყნების პოვნის მიზნით, რომლებიც ღაზას სექტორიდან წასულ პალესტინელებს მიიღებენ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის წინ ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰკითხეს, კვლავ განიხილება თუ არა მისი გეგმა ღაზას სექტორის აღებისა და მისი მოსახლეობის გადასახლების შესახებ.

დონალდ ტრამპმა კითხვაზე პასუხის გაცემა ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს ბრწყინვალე ხედვა ჰქონდა. ამას თავისუფალი არჩევანი ჰქვია. თუ ადამიანებს დარჩენა სურთ, შეუძლიათ დარჩენა, მაგრამ თუ წასვლა სურთ, მათ წასვლა უნდა შეეძლოთ. ღაზა არ უნდა იყოს ციხე. ის ღია ადგილი უნდა იყოს. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომლებიც პალესტინელებს უკეთეს მომავალს მისცემენ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას მეზობელ ქვეყნებთან შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს. „რაღაც კარგი მოხდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა