აქტივისტი ალბი კორძაია აცხადებს, რომ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ალბი კორძაიას ინფორმაციით, პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი - პატიმრობა 5 დღე.

ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, - წერს ალბი კორძაია.

ინფორმაციისთვის, აქტივისტმა, ალბი კორძაიამ 28 ივნისს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძის საქმეში მოწმე პოლიციელს ბიძინა ჟამერაშვილს ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციელს შემდეგი ფრაზებით მიმართავდა: „ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ მანდ [ბათუმში] უნდა იყო? დაწყევლილი იყავი მთელი ოჯახით. ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული უნამუსო, ნამუსგარეცხილო“.

შეგახსენებთ, ალბი კორძაიას მიმდინარე წლის 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საქმეზეც შეეფარდა. შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის