განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა.­

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზვიად გაბისონია სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

„მინისტრმა ახალ მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა.

ზვიად გაბისონიას საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ტექნოლოგიების ექსპერტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის თანამდებობებს და სხვა.

მინისტრის მოადგილე 7 წიგნისა და 50 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია – საერთაშორისო კერძო სამართლის, ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტ სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მმართველობის და სამართლის ტექნოლოგიების სფეროებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ