ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი - ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული - რაც არ დამინახავს, იმას ვერ ვიტყვი

ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული, რაც არ დამინახავს, იმას ვერ ვიტყვი, - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, ნუგზარ მირიანაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

მირიანაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას პიროტექნიკა მარჯვენა ფეხის არეში მოხვდა, რომელიც იქვე აფეთქდა და დაზიანება მიიღო.

„საღამოს, 20:00 საათზე, როცა მივედი, აქცია ძალადობროვი არ ყოფილა. დაახლოებით, 23:00 საათის შემდეგ დაიწყო ნივთების, პიროტექნიკის სროლა.

იქიდან ხდებოდა ბოთლების სროლა, ასევე ბოთლებში სხვადასხვა ნივთიერება იყო, სიმძიმისთვის...

[სასწრაფოსთან] რამდენიმე პიროვნება მოიყვანეს ღია ჭრილობით, პიროტექტნიკის შედეგად დამწვრობა ჰქონდათ, პირველები კლინიკაში ისინი გადაიყვანეს, ორი მანქანის დალოდება მომიწია და კავკასიის მედიცინის ცენტრში გადამიყვანეს. მოტეხილობა არ მქონია, მაგრამ დაჟეჟილობა მქონდა, პრეპარატები, ცივი ყინულები დამინიშნეს, დაახლოებით, ორი კვირა რეაბილიტაციას გავდიოდი“, - განაცხადა მირიანაშვილმა.

პროკურორის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამოცნობა, ან დაინახა თუ არა, ვინ ესროლა მას პიროტექნიკა, მოწმემ განაცხადა, რომ აღნიშნული მან არ იცის.

„ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული, რაც არ დამინახავს, იმას ვერ ვიტყვი.

პირადი ინტერესი არავის მიმართ არ მაქვს, არ დამინახავს, ვის მიერ ნასროლი მომხვდა. მათ არც ვიცნობ, თუ დადასტურდა ბრალი, პრეტენზია მაქვს, რადგან დავზიანდი",- განაცხადა მირიანაშვილმა.

ადვოკატის კითხვაზე, დაინახა თუ არა მან გდდ-ს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„ყველანაირ ძალადობრივ ქმედებას ვგმობ, არ აქვს მნიშვნელობა, აქციის მონაწილეა, თუ თანამშრომელი, ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, მისვლიდან დაშავებამდე, ასეთი რამ არ ყოფილა“,- განაცხადა მირიანაშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე