ამბროლაურში საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ქალაქ ამბროლაურში, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ოფიციალურად გახსნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენას და ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის მანდატის ეფექტურ განხორციელებას. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფისის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ახლად გახსნილი ოფისი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გადაეცა სახალხო დამცველის აპარატს. განახლებული სამუშაო სივრცე ხელს შეუწყობს, რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ეფექტურ საქმიანობას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით.

ამ ეტაპზე, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები 10 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. რაჭის ახალი ოფისი ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა 11 არის განთავსებული.

რეგიონული ოფისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ გვერდზე www.ombudsman.ge “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო