ვაჟა დარჩია - თამაზაშვილმა გამოაცხადა მორატორიუმი მშენებლობებზე, ნებართვებზე და თქვა, რომ გამოიძიებდა - ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ თორნიკე რიჟვაძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა

აჭარის რეგიონში ახლა თორნიკე რიჟვაძის გავლენებს ებრძვიან, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად გაიდგა ფესვები - სრულად ხდება დანიშვნადი თანამდებობებიდან თორნიკე რიჟვაძის კლანის ჩახსნა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ბათუმის საკრებულოს წევრმა, ვაჟა დარჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ვაჟა დარჩიას განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა გამოაცხადა მორატორიუმი მშენებლობებზე, ნებართვებზე და თქვა, რომ გამოიძიებდა, „რა პრობლემები ჰქონდა ჩიქოვანის და რიჟვაძის საერთო კლანურ მმართველობას“.

„როცა თორნიკე რიჟვაძე გადადგა, ამის შემდეგ მოვიდა ბატონი თამაზაშვილი და ბათუმის საკრებულოში სამი სხდომიდან არცერთი სამშენებლო საკითხი არ გამოსულა. ეს ნიშნავს, რომ თამაზაშვილმა გამოაცხადა მორატორიუმი მშენებლობებზე, ნებართვებზე და თქვა, რომ გამოიძიებდა, გამოიკვლევდა გარემოს, მათ შორის რა პრობლემები ჰქონდა ჩიქოვანის და რიჟვაძის საერთო კლანურ მმართველობას.

ახალი კადრები, რომლებიც აჭარაში არიან, ებრძვიან თორნიკე რიჟვაძის გავლენებს, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად გაიდგა ფესვები. ამაში მამამისის როლიც ძალიან მაღალი იყო. ახლა ცდილობენ, რომ თორნიკე რიჟვაძის გავლენები მაქსიმალურად შემცირდეს, მათ შორის საკრებულოების დონეზეც კი ცდილობენ. მაგალითად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მისი უახლოესი გარემოცვის წვერი იყო ლევან ზოიძე და გადადგა. არჩილ ჩიქოვანს და მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, მეჯვარეები არიან და გადადგა. აჭარის რეგიონში ახლა სრულად ხდება დანიშნვადი თანამდებობებიდან თორნიკე რიჟვაძის კლანის ჩახსნა“, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

ვაჟა დარჩიას მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე კვირის წინ „ქვეყნიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა“.

„ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ თორნიკე რიჟვაძე აპირებდა ქვეყნის დატოვებას და ამის შესაძლებლობა მას არ მიეცა. მან კარგად იცოდა რა შეიძლება წამოსულიყო იქითა მხრიდან. მას ეს შიშები ჰქონდა იმიტომ, რომ ბათუმში ფაქტობრივად ის არ ჩანდა“, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში