ნატალი ლუაზო - მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს და თბილისის რეჟიმის იზოლაცია უნდა მოვახდინოთ

მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს და თბილისის რეჟიმის იზოლაცია უნდა მოვახდინოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს არ სურს დაუშვას, რომ საქართველო რუსეთის სასარგებლო დიქტატურა გახდეს, ნაცვლად ევროპული დემოკრატიისა.

ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ზურაბ ჯაფარიძე და, რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილი. საქართველოს მთლიან ოპოზიციას დევნიან და პატიმრობის ბევრ თვეს უსჯიან.

მზია ამაღლობელი დაკავებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ის დაკავებულია, როგორც სხვა ჟურნალისტები. გიორგი რამიშვილი - მეწარმე - დააკავეს.

დემონსტრანტები ყოველ საღამო მართავენ პროტესტს და საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. რა არის მათი დანაშაული? მათ არ უნდათ დაუშვან, რომ საქართველო რუსეთის სასარგებლო დიქტატურა გახდეს, ნაცვლად ევროპული დემოკრატიისა.

მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს და თბილისის რეჟიმის იზოლაცია უნდა მოვახდინოთ”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა