სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე - საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, რაც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს - სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, სააგენტომ კი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.

„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ