ლევან სილაგავა - ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია - მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 200 000 ტონა

ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია - მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 200 000 ტონა, - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 1 კგ სასურსათო ხორბლის სასტარტო ფასი, 70 თეთრია.

„რეალურად, წელს, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 200 000 ტონა, ანუ შარშანდელთან შედარებით, ცოტა მეტია. ეს 200 000 ტონა არის სასურსათო და არასასურსათო ხორბლის ჯამი. ალოობა, დროის მიხედვით აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ფიზიკურად, ამინდიდან გამომდინარე, შეფერხებები იყო. ამინდმა ხორბლის აღების ტემპს ხელი არ შეუწყო. წვიმამ ხელი შეუშალა ხორბლის გეგმურად აღებას. პლუს, ხორბლის ხარისხის მაჩვენებელი, გარკვეულწილად პრობლემური გახდა. ხორბლის ნაწილი სასურსათოდან გადავიდა არასასურსათოში.

რაც შეეხება ფასებს - შარშან, 1კგ სასურსათო ხორბლის სასტარტო ფასი, დაახლოებით, 60 თეთრის ფარგლებში იყო, დღეისათვის, წისქვილკომბინატებში ჩაბარების მაქსიმუმი ფასი 70 თეთრია, 65 თეთრი არის ქვედა ზღვარი,“ - განაცხადა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს