ირაკლი კობახიძე - რასა იუკნევიჩიენე ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში, ამიტომ, მარტივად ამბობს ტყუილებს - ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

რასა იუკნევიჩიენე ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში, აქედან გამომდინარე, მარტივად ამბობს ტყუილებს - ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.

კობახიძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს.

„ამ ქალბატონის მენტალიტეტი იცით, ხომ?! - ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში. აქედან გამომდინარე, მარტივად ამბობს ტყუილებს. ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერს აფასებს“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა მზია ამაღლობელის თაობაზე რასა იუკნევიჩიენეს განცხადების კონტექსტშიც და აღნიშნა, რომ ამაღლობელმა „შეასრულა დაკვეთა, რომ დაკნინებულიყო ძალოვანი სტრუქტურები, რაზეც მიიღო ისეთი პასუხი, როგორიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში“.

„თვითონ ეს შემთხვევა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათ განსაზღვრული ჰქონდათ, საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება. ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო. რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. რა თქმა უნდა, ამით განაწყენებულები არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოში ცდილობს სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. რა თქმა უნდა, ეს არ გავა. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე