ირაკლი კობახიძე - ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია - ეს მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება არ არის, ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს

ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კითხვას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

„ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, თუ არ ვცდები მეშვიდე, აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია. მე მგონი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი, მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი, ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2004-2012 წლებში მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას, იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს სწორედ იგივე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს საუბრობენ სამარცხვინო ენით და იღებენ სამარცხვინო რეზოლუციებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ