შალვა პაპუაშვილი თორნიკე რიჟვაძეზე - მეტ-ნაკლებად ცხადია, თვითონ ფაქტი როგორც მოხდა, არსებობს შენობასა თუ პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები - რაც შეეხება მოტივაციას, ამაზე თავად უნდა ისაუბროს

თვითონ ფაქტი, შემთხვევა, მეტ-ნაკლებად ცხადია, როგორც მოხდა. არსებობს შენობასა თუ პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. რაც შეეხება მოტივაციას, რა თქმა უნდა, ამაზე თავად უნდა ისაუბროს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება საზოგადოებას ინფორმაციას საკმაოდ აწვდის.

„ვხედავთ, რომ გამოძიება საზოგადოებას აწვდის საკმაოდ ინფორმაციას. თვითონ ფაქტი, შემთხვევა მეტ ნაკლებად ცხადია როგორც მოხდა. არსებობს შენობასა თუ პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. ადვოკატმაც ისაუბრა, რომ მასაც ნანახი აქვს ეს კადრები. თავად ფაქტი იქ აღწერილი არ არის. არის პერიმეტრი აღწერილი, გადაადგილებები და მოძრაობა. რაც შეეხება მოტივაციას, რა თქმა უნდა, ამაზე თავად უნდა ისაუბროს.

ადამიანი სიკვდილს ებრძოდა, ახლა თურქეთშია გადაყვანილი სამკურნალოდ. მე არ ვყოფილვარ მოსანახულებლად. იყო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. იყო მძიმე მდგომარეობაში, იქ ფიზიკურად ვერ მოინახულებდი ადამიანს. რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. იცით, რომ როგორც კი დაიწყო გაუმჯობესების დინამიკა, ოჯახის სურვილით ის გადაიყვანეს თურქეთში. ოჯახს ჰქონდა სურვილი. ამ დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ოჯახის გადმოსახედი და ის, რომ როგორ ისინი ხედავენ მისი ოჯახის წევრის მკურნალობას, ასე წავიდეს. ეს ოჯახის პასუხისმგებლობაცაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საბოლოოდ კი ის მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე