ტატა ხვედელიანი - 18 წლის ცოლზე ძალადობისთვის დამნაშავე ადამიანი გირაოთი გაათავისუფლეს - ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში 60-მდე პოლიტპატიმარია, არც ერთი პოლიციელი თუ ზონდერი, რომლებმაც მოქალაქეებზე იძალადეს, დასჯილი არ არის!

18 წლის ცოლზე ძალადობისთვის დამნაშავე ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს - ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში 60-მდე პოლიტპატიმარია და არც ერთი პოლიციელი თუ ზონდერი, რომლებმაც მოქალაქეებზე იძალადეს, დასჯილი არ არის! - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს.

ხვედელიანი ამბობს იმასაც, რომ “ქართული ოცნება“ ქვეყანას 2012 წლამდე საქართველოში აბრუნებს, „როცა “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ძალადობის მთავარი ინსტრუმენტი სასამართლო იყო“.

„18 წლის ცოლზე ძალადობისთვის დამნაშავე ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში 60-მდე პოლიტპატიმარია, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას იცავდნენ; მაშინ, როცა თვეების განმავლობაში 500-ზე მეტი ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა და არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის, არც ერთი პოლიციელი თუ ზონდერი, რომელმაც მოქალაქეებზე იძალადეს, დასჯილი. არ არის.

დღეს “ოცნება“ 2012 წლამდე საქართველოში გვაბრუნებს - დროში, როცა “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ძალადობის მთავარი ინსტრუმენტი სასამართლო გახლდათ. “ოცნება“ ჩვენზე იმავე მეთოდებით ძალადობს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ისევ მურუსიძის სასამართლოს იყენებს“, - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ